თეგებით ძიება

"ქალაქში “ძველი მკვლელი” ისევ დადის…" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პურ-პროდუქტების ხარისხის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ხარისხიანი კვება უდრის ხარისხიან ჯანმრთელობას.

"ქალაქში “ძველი მკვლელი” ისევ დადის… ის კლავს ნელა და ერჩის ყველას, ვინც პურ-პროდუქტებს მიირთმევს…

საქართველოში პურ-პროდუქტების ხარისხი კვლავ არ არის. 2500-ზე მეტი პურ-პროდუქტების მწარმოებლების ნაწილი კვლავ ვერ უზრუნველყოფენ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) „ჰასპის“  დანერგვას! 

პური არის ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების სურსათი საქართველოში.

ხარისხიანი კვება უდრის ხარისხიან ჯანმრთელობას! 

უხარისხო პურ-პროდუქტების წარმოება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უდიდესი მოუგვარებელი გამოწვევა საქართველოში!

მოითხოვეთ ხარისხიანი პურ-პროდუქტები ყველგან!

ხარისხიანი პური, ეს თქვენი უფლებაა და არა ფუფუნება! 

ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა