გელა გნოლიძე უტიფარია! დამირეკა და მითხრა: ბებიების ჩაბანით ხარ, ალბათ, ამერიკაში დაკავებული, რაღაც აღარ ჩანხარო - რას ამბობს ია მანიჟაშვილი ცნობილ მომღერალზე?
მომღერალი, ია მანიჟაშვილი აცხადებს, რომ მომღერალი, გელა გნოლიძე მის სიმღერას უნებართვოდ მღერის.
ამასთან, ია მანიჟაშვილი აცხადებს, რომ კომპოზიტორ, რუსა მორჩილაძის წინააღმდეგ საავტორო უფლებებზე დავის წამოწყებას აპირებს. მომღერალი, რომელიც 2000-იან წლებში დასთან ერთად დუეტ "ემით" გახდა პოპულარული, მეათე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. იას მეუღლეც ცნობილი მუსიკოსია - დავის ახლა ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური სტუდია აქვს და წარმატებით მოღვაწეობს.
"მზე ისევ ამოვა" რუსა მორჩილაძემ ჩვენთვის, ჩვენი შეკვეთით დაწერა და ჩვენ მისგან შევიძინეთ სიმღერა მაშინ საკმაოდ სოლიდურ ფასად. ქალბატონმა რუსუდანმა "ცენტრ-პოინტის" ბინებივით მეორედ და მესამედ გაყიდა. სიმღერა უკანონოდ მიჰყიდა დავით დოიაშვილს სპექტაკლისთვის ჩვენი კუთვნილი ტექსტით, რომელიც მანანა გურგენიძეს ეკუთვნის...
მესამე წელია ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ქალბატონმა რუსა მორჩილაძემ უკვე არსებული საავტორო უფლებების ორგანიზაციის პარალელურად, საკუთარი საავტორო უფლებების ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა და თავისთვის მოსარგები წესებით მოქმედებს. დაუკავშირდა ჩვენი ადვოკატი და უშედეგოდ. ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართებლივი დავა წამოვიწყოთ და მივმართოთ პირდაპირ სასამართლოს სარჩელით.
სპექტაკლიდან შემოსული თანხაც მიდის ქალბატონ რუსა მორჩილაძესთან. მსგავსი უკანონობა და უტიფრობა მე მეორე არ ვიცი. უკვე გაყიდული სიმღერა მეორედ გაყიდო და ვითომც არაფერი... ეს სიმღერა ჩემი და ჩემი დის ჯგუფის, „ემის“ სავიზიტო ბარათივითაა და ეს ყველამ იცის.
გელა გნოლიძე - ეს უტიფრობის მეორე მაგალითია. მან დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიპოვა, რათა ნებართვა აეღო სიმღერის შესრულებაზე. მითხრა, რომ ძალიან გაუჭირდა ჩემი მოძებნა, თან დააყოლა ბებიების ჩაბანით ხარ ალბათ ამერიკაში დაკავებული, რაღაც აღარ ჩანხარო.... შენ სიმღერას მაინც აღარ აპირებ და მე მინდა ვიმღეროოო! ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო. ბატონ გელას მინდა ვუთხრა, რომ აი, მაგ „ბებიის ჩამბანავების“ (როგორც გელა გნოლიძემ უწოდა) ამერიკიდან გაგზავნილ ფულზე დგას საქართველოს ბიუჯეტი და ქვეყანა! უარის მიუხედავად, გელაც უკანონოდ და უნებართვოდ ასრულებს ჩვენს სიმღერას" - ამბობს ია მანიჟაშვილი Ambebi.ge-სთან საუბარში.