"დასავლეთის ყველაზე დიდი აგენტები ისტორიულად სულხან-საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე იყვნენ" - ოთარ ჯირკვალიშვილი
კრიტიკოსი და პოეტი, ოთარ ჯირკვალიშვილი სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით წერს და პირველ ქართველ "აგენტებად" ილია ჭავჭავაძესა და სულხან-საბა ორბელიანს ასახელებს.
"ისე, მე თუ მკითხავთ, დასავლეთის ყველაზე დიდი აგენტები ისტორიულად სულხან-საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე იყვნენ. პირველმა ლამის მთელი ევროპა მოიარა, ეხვეწებოდა, დაგვეხმარეთ და მიგვიღეთ თქვენს წიაღშიო, მოგვიანებით კათოლიკური სარწმუნოებაც მიიღო. მეორე კიდევ ყველა წერილსა თუ მხატვრულ ნაწარმოებში ევროპასა და აშშ-ს აქებს, მსოფლიოს ეს დიდი ცივილიზაცია დაიპყრობს და ჩვენც მაგათკენ უნდა ავიღოთ გეზიო, არ გამოვრიცხავ, რომ ზოგჯერ უორდროპებისგანაც ფინანსდებოდა. მოკლედ, თავიდან სულხან-საბა და ილია უნდა დავარეგისტრიროთ უცხოელი აგენტების ბაზაში, შემდეგ სხვებსაც მივხედავთ", - წერს ჯირკვალიშვილი.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.