თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს.

"ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. საქართველოს ხელისუფლება ნელი სიკვდილით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მათ შეუძლიათ, რაც უნდათ ის იფიქრონ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის უკრაინის მოქალაქეა და მე ვიბრძოლებ მისთვის“, - განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულება, ასევე, აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ქართულ მხარესთან ურთიერთობის გასაფუჭებლად.

"ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია, თითიც კი არ გაგვიტოკებია იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაგვეფუჭებინა. პირიქით, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობა განვითარებულიყო“, - აცხადებს კულება და აღნიშნავს, რომ არსებობს კითხვები და პრობლემები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ურთიერთობას უკავშირდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა