პუტინმა ხელი მოაწერა აშშ-სთან ბირთვულ შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აჩერებს რუსეთის მონაწილეობას შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებასთან.
მედიის ინფორმაციით, ეს იყო ბოლო შეთანხმება, რომელიც ზღუდავდა ორივე სახელმწიფოს სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს.
შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის 2002 წელს შედგა და ის მიზნად ისახავდა მსოფლიოში ბირთვული არსენალის შემცირებას.