ფინეთი რუსეთის საზღვარზე ღობეს აშენებს
ფინეთი რუსეთის საზღვართან ღობის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
თავდაპირველად ღობის აშენებას საზღვრის სამკილომეტრიან მონაკვეთზე, გამოსაცდელად აპირებენ. ამით ისინი დატესტავენ გაუძლებს თუ არა აშენებული ღობე ზამთრის ყინვას, დიდთოვლობასა და იმ ადამიანების ზეწოლას, რომლებიც, ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, აღმოსავლეთიდან შეეცდებიან ქვეყანაში შესვლას.
ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვარზე ღობის აშენების შესახებ განცხადება თავდაპირველად 2022 წლის სექტემბერში გაავრცელა.