თეგებით ძიება

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

"როდის წავა ის საქართველოში, ნამდვილად პოლიტიკური დროის საკითხია, რადგან ელჩის ყოფნა-არყოფნა ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა მეგობრულია, თუმცა იმავეს თქმა შეუძლებელია მთავრობაზე. 

"ჩვენი ურთიერთობის განვითარებაში ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ. ახლა შემიძლია ვთქვა: უკრაინელი ხალხისა და ქართველი ხალხის ურთიერთობა თუ რჩება უცვლელად ძმური და პოზიტიური, მაშინ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს მთავრობაზე“, - დასძინა დმიტრო კულებამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა