გორში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა ცნობილია
გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ირაკლი კობერიძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაიწყო და დღეს მკვლელობით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საბაშვილმა კობერიძესა და ღვინიაშვილს 25-ჯერ ესროლა. ღვინიაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.