თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობამ" ქართველი სამხედროები უმძიმეს დანაშაულში დაადანაშაულა" - მამუკა მდინარაძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ განაცხადა, რომ "ნაციონალურმა ­მოძ­რა­ო­ბამ“ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ომის და­წყე­ბის გარ­და, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში, სამ­ხედ­რო და ომის და­ნა­შა­ულ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ამის შე­სა­ხებ მდინარაძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

„რო­გორც კი ომს და რე­ზო­ლუ­ცი­ას ახ­სე­ნებ, ანუ, მათ მიერ ჩა­დე­ნილ ღა­ლატს რო­გორც კი ახ­სე­ნებ, იმ­წუ­თას­ვე სრუ­ლი ლუსტრა­ცია ხდე­ბა მთლი­ა­ნი ნაც­მოძ­რა­ო­ბის. ჩა­მო­იშ­ლე­ბი­ან ხოლ­მე და სრუ­ლი ის­ტე­რი­აა მათ რი­გებ­ში. ახ­ლაც იგი­ვე მოხ­და. თუმ­ცა, რაც არ უნდა მო­ა­ტყუ­ოს ჯა­რის­კა­ცებს, გე­ნერ­ლებს მათ­მა გა­მოყ­ვა­ნილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ შემ­თხვე­ვის­თვის სა­სა­ცი­ლო თო­ჯი­ნამ, რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა სხვა რამ.

„ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ომის და­წყე­ბის გარ­და, რა­ზეც ჩვენ მა­ნამ­დე არ ვსა­უბ­რობ­დით, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში, სამ­ხედ­რო და ომის და­ნა­შა­ულ­ში.

მე შე­მიძ­ლია ვაჩ­ვე­ნო ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე-11 პუნ­ქტი, სა­დაც შა­ვით თეთრზე ამ შემ­თხვე­ვა­შიც წე­რია შემ­დე­გი რამ, რომ ჩა­დე­ნილ იქნა ორი­ვე მხა­რეს ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას დარ­ღვე­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­თა გან­ზრა­ხი ან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მოკ­ვდი­ნე­ბა ან დაჭ­რა, ისე­ვე რო­გორც სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფა, კერ­ძოდ გა­ნურ­ჩე­ვე­ლი ძა­ლი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მიერ, შე­საძ­ლოა მიჩ­ნე­ულ იქ­ნას რო­გორც ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რაც სა­ჭი­რო­ებს სა­ფუძ­ვლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. აი, ამა­ზე აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი, ამა­ზე აქვთ მხა­რი და­ჭე­რი­ლი და ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, დღეს კი­დევ ბე­და­ვენ და თა­ვი­სი სა­სა­ცი­ლო თო­ჯი­ნის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­დი­ან და სხვა ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ თით­ქოს ამ სხვას უნდა ვი­ღა­ცას რა­ღაც და­აბ­რა­ლოს. რაღა დროს ჯა­რის­კა­ცებ­ზე და გე­ნერ­ლებ­ზე რა­მის დაბ­რა­ლე­ბაა. მათ და­აბ­რა­ლეს უკვე, ეს არის დაბ­რა­ლე­ბა და ჩვენ გა­ვა­მარ­თლეთ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მათ ის­კან­დე­რის ნა­წი­ლე­ბიც კი და­უ­მა­ლეს გა­მო­ძი­ე­ბას. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვეთ, მათ მიერ გა­და­მა­ლუ­ლი, წარ­ვად­გი­ნეთ და ეს მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გახ­და ერ­თერ­თი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აე­შო­რე­ბი­ნა ასე­თი ბრალ­დე­ბა, რაც მათ ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს და გე­ნერ­ლებს და­აბ­რა­ლეს“ , - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დენ­ჯე­რაც რუ­სულ თე­მას შე­მო­ი­ტა­ნენ მძლავ­რად იმ­დენ­ჯერ გა­ახ­სენ­დეს ყვე­ლას, რომ ეს არის მათი ხელ­მო­წე­რი­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც მათ თა­ვი­ანთ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს, ჩვენ გმირ ბი­ჭებს ომის და­წყე­ბას­თან ერ­თად ომის და­ნა­შა­უ­ლი და­აბ­რა­ლეს და ამა­ზე მო­უ­წე­რეს ხელი.

„რამ­დენ­ჯე­რაც რუ­სულ თე­მას შე­მო­ი­ტა­ნენ მძლავ­რად და თუ­თი­ყუ­შე­ბი­ვით გა­ი­მე­ო­რე­ბენ, პუ­ტინს ახ­სე­ნე­ბენ, რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა და ა.შ. იმ­დენ­ჯერ გა­ახ­სენ­დეს ყვე­ლას, რომ ეს არის მათი ხელ­მო­წე­რი­ლი, მათი მხარ­და­ჭე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც მათ თა­ვი­ანთ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს, ჩვენ გმირ ბი­ჭებს ომის და­წყე­ბას­თან ერ­თად ეს და­აბ­რა­ლეს, ომის და­ნა­შა­უ­ლი და ამა­ზე მო­უ­წე­რეს ხელი.

ამი­ტომ და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი არის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, სპე­კუ­ლა­ცია და ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან სა­შიშ და ამავდრო­უ­ლად თავ­ხედ ძა­ლას­თან საქ­მე, რო­მე­ლიც რე­ზო­ლუ­ცი­ას და მათ მავ­ნებ­ლო­ბას და ღა­ლატს ახ­სე­ნებ თუ არა, იმ წამ­სვე ის­ტე­რი­კა­ში ვარ­დე­ბი­ან და გა­მო­ა­გო­რე­ბენ ხოლ­მე ყვე­ლა რე­სურსს, ეს იქ­ნე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა გზე­ბი, პი­ა­რუ­ლი სხვა­დას­ხვა ხრი­კე­ბი თუ თა­ვი­სი ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი სა­სა­ცი­ლო თო­ჯი­ნე­ბი და ცდი­ლო­ბენ, აქეთ გად­მო­ი­ტა­ნონ ის­რე­ბი. ეს არ გა­უ­ვათ, ყო­ველ­თვის გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის, რაც იკად­რეს თა­ვის დრო­ზე“ , - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა