თეგებით ძიება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა.

“2021 წელს ტერორიზმის მხრივ ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო… 2021 წელს ტერორისტული ინციდენტები არ ყოფილა”, - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველომ 2022-26 წლებისთვის “ტერორიზმის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” შეიმუშავა.

ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოიცავდა უწყებათაშორის წვლილს და ტერორიზმის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დეკემბერში იქნა დამტკიცებული.

“მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სტრატეგიის განხილვაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართო, ცნობილმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ გააკრიტიკა დოკუმენტი იმის გამო, რომ სათანადოდ არ იყო განხილული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები, მათ შორის საქართველოში რადიკალიზაციის ძირითადი მიზეზები, და იმის გამო, რომ არ აფასებდა რადიკალიზაციის პროცესში სახელმწიფოს როლს”, - წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს, მთლიანობაში, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთლიანობაში, კარგად აღჭურვილი და კარგად გაწვრთნილია და სუს-ის ტერორიზმის საწინააღმდეგო შენაერთი აგრძელებს რეგულარული წვრთნისა და აღჭურვილობის მიღებას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისგან”, - წერია ანგარიშში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა