„მოვითხოვ დაიწყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება“ - გოჩა მირცხულავა ფრიდონ ინჯიაზე
ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა “ევროპელი სოციალისტების” ლიდერის, ფრიდონ ინჯიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო.
„ყურადღება! ფრიდონ ინჯია დაბადებულია 1946 წელს. 5 იანვარს შეუსრულდა 77 წელი. შესაბამისად, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მას აქვს რამდენიმე დაავადება ერთდროულად - მათ შორის: გულმავიწყობა - რაც არის ინსულტის წინა პირობა; ალცჰაიმერის საწყისი სტადია; დმენეციის პირველი ფაზა; მეგალომანია; ფსიქიკური აშლილობა - დაავადება ანუ ფსიქიკის ჯანსაღი მდგომარეობიდან გადახრა, რომელიც ადამიანის ემოციების, ფიქრებისა თუ ქცევის ცვლილებებით გამოიხატება. როგორც წესი, იგი გარემო პირობების, გენეტიკისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაციის შედეგია, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებები.
შესაბამისად, მოვითხოვ დაიწყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დაიდოს დასკვნა მის ფსიქიკურ ადეკვატურობაზე.
ჩამოთვლილი დაავადებების თუნდაც ერთი სიმპტომითაც კი ის საშიშია როგორც პოლიტიკოსი და გადაწყვეტილების მიმღები პირი.
ამას არ ვხუმრობ, ვწერ სერიოზულად და პოლიტიკოსები ვალდებული ხართ ეს მაინც მოითხოვოთ, იმ პარანოიის შესაჩერებლად, რომელიც ამ პერსონამ სხვა - ასევე პარანოიკული პერსონების დავალებით გააჟღერა“, - წერს მირცხულავა.
ცნობისთვის, “ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ 2008 წლის ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო და ომის დაწყებით სენატორი ჯონ მაკკეინი პერსონალურად იყო დაინტერესებული.