თეგებით ძიება

"მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხული ადამიანის გულში უნდა დადგეს" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია გაზაფხულის დადგომას სამოთხის გახსენებას ადარებს და წერს, რომ ეს იმედიანი გაღვიძებისა და გარჯის დროა.

"რად უნდა გაზაფხულს გამართლება და არსებობის სიკეთის არგუმენტები?

გარშემო ყველაფერი რომ იღვიძებს, სინათლითა და სითბოთი იმოსება, ამის დანახვას ზედმეტი თვალები არ სჭირდება.

ზამთარი ცოტა კიდევ კუდს მოიქნევს, მაგრამ მისი ამბავი წელს გადაწყვეტილია - დამარცხდა და უპირობოდ გაიძურწება.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხული კი ადამიანის გულში უნდა დადგეს - ყველა ნაღველს რომ განაქარვებს და ფიქრსა თუ განწყობაში მზეს მოუხმობს, სიბნელისა და სიცივის დამმარცხებელს.

გაზაფხული გათენდა.

იმედიანი გაღვიძებისა და გარჯის დროა - ადამიანად ყოფნის დრო - გაზაფხულის დადგომა ხომ სამოთხის გახსენებაა.

სალამი თბილ სინათლეს შენს გულში, მეგობარო!", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა