თეგებით ძიება

ლიდერობის პრინციპები, რომელიც არწივისგან უნდა ისწავლოთ....

არწივები მარტო და მაქსიმალურად მაღლა ფრინავენ. ისინი არ დაფრინავენ ბეღურებთან, ყორნებთან და სხვა პატარა ფრინველებთან ერთად.

შეგონება: მოერიდეთ ვიწრო აზროვნების ადამიანებს - მათ, ვინც დაგამცირებთ.

„არწივი არწივებთან ერთად დაფრინავს.“

არწივებს ზუსტი ხედვა აქვთ. მათ აქვთ უნარი, ფოკუსირდნენ 5 კმ მანძილზე.

არწივს, რა დაბრკოლებაც არ უნდა შეხვდეს, თავისი მსხვერპლისგან ყურადღებას არ გადაიტანს, სანამ არ დაიჭერს მას.

შეგონება: ბარიერების სირთულის მიუხედავად, ჩამოიყალიბეთ ზუსტი ხედვა, კონცენტრირდით და წარმატებას მიაღწევთ.

არწივები მკვდარ ცხოველებს ან ფრინველებს არ ჭამენ. მათი მსხვერპლი მხოლოდ ცოცხალი და ახალგაზრდაა.

შეგონება: ნუ დაეყრდნობით თქვენს წარსულ წარმატებას, განაგრძეთ ახალი საზღვრების ძიება და დაიპყარით ისინი. დატოვე შენი წარსული თავის ადგილას - წარსულში.

არწივებს ქარიშხალი უყვართ.

როდესაც ღრუბლები გროვდება, არწივი ღელავს. არწივი მძვინვარე ქარიშხალს იყენებს იმისთვის, რომ უფრო მაღლა აფრინდეს - ღრუბლებს ზემოთ. ეს არწივს აძლევს შესაძლებლობას, ისრიალოს ჰაერში და დაასვენოს ფრთები. ამ დროს ყველა სხვა ჩიტი ხის ტოტებსა და ფოთლებში იმალება.

შეგონება: დაუპირისპირდით თქვენს გამოწვევებს, რადგან ამგვარად უფრო ძლიერი და უკეთესი გახდებით, ვიდრე იყავით. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხოვრებისეული ქარიშხალი უფრო მაღლა ასასვლელად. წარმატებულ ადამიანებს არ ეშინიათ გამოწვევების, არამედ სიამოვნებთ და მომგებიანად იყენებენ მათ.

არწივები ვარჯიშისთვის ემზადებიან - ბუდეს ბუმბულს და რბილ ბალახს აშორებენ, რათა მართვეებს საფრენად მომზადებისას დისკომფორტი არ შეექმნათ და ეს იმ დროს მოხდება, როცა მათი ბუდეში დარჩენა გაუსაძლისი ხდება.

შეგონება: გამოდი შენი კომფორტის ზონიდან, იქ ვერ გაიზრდები.

როცა არწივი ბერდება, მისი ბუმბული სუსტდება და ის ვეღარ დაფრინავს ისე სწრაფად და მაღლა, როგორც მანამდე. ამ დროს შესაძლებელია, ის მოკვდეს. ასე რომ, არწივი შორს, მთებისკენ მიფრინავს. შემდეგ ის მიფრინავს თავის ბუდეში მთის მწვერვალზე და იქ დიდხანს ურტყამს ნისკარტს კლდეზე მანამ, სანამ ნისკარტი არ გატყდება და არ მოძვრება... ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული პროცესია. შემდეგ ის რჩება ამ სამალავში და ელოდება ახალი ბუმბულისა და ნისკარტის გაზრდას. ტკივილისა და ტანჯვის შემდეგ ახალი ნისკარტით, კლანჭებით და ბუმბულით არწივს კვლავ შეუძლია უფრო მაღლა ფრენა.

შეგონება: ჩვენ დროდადრო გვჭირდება ძველი ჩვევების უგულებელყოფა. რაც არ უნდა რთული იყოს, უნდა დავივიწყოთ ის, რაც გვამძიმებს ან არაფერს მატებს ჩვენს ცხოვრებას.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=923013312300610&set=pb.100037758507036.-2207520000.&type=3


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა