თეგებით ძიება
01. 03. 2023 მსოფლიო

კორონავირუსი, სავარაუდოდ უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად წარმოიშვა - რას ამბობს FBI-ს დირექტორი?

"ეფბიაის“ დირექტორი, კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ  COVID-19, სავარაუდოდ უხანის ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგად წარმოიშვა. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"პანდემიის სავარაუდო წარმოშობა უხანის ლაბორატორიას უკავშირდება. ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ გაჟონვაზე ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიიდან“, - აცხადებს ვრეი.

მან დასძინა, რომ ოფიციალური პეკინი ცდილობს ხელი შეუშალოს გამოძიებას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ.

"ჩინეთის მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ სამუშაო პროცესს ხელი შეუშალოს. ცდილობს პროცესი დაბლოკოს“, - აცხადებს "ეფბიაის“ დირექტორი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა