ლაგოდეხში, სამაშველოს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს მანქანების საბურავები დაუჭრეს და მინები ჩაუმტვრიეს
ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე 5 ავტომობილი დააზიანეს. შემთხვევა სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობისა და ახლოს მდებარე 5 სართულიანი საერთო საცხოვრებლის ეზოში მოხდა.
უცნობმა პირებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და კერძო პირების ავტომობილებს საბურავები დაუჭრეს.
დაზარალებულები მედიასთან არ საუბრობენ, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ პოლიციას სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ტერიტორიაზე ვიდეოსათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.