თეგებით ძიება
01. 03. 2023 ვიდეო

"სამი თვის ორსული ვიყავი, როცა მეუღლემ იძალადა, დედების დღეს დავემშვიდობე ჩემს პატარა ანგელოზს” - რას ამბობს “პრაიმ ჰაუსის” მონაწილე?

რეალითი შოუ, "პრაიმჰაუსის" მესამე სეზონის მონაწილე, მარიამ ქინქი თავის ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს, როდესაც მასსზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა.

ამის შესახებ მან გადაცემა "ღამის პრაიმ-ტაიმში" ისაუბრა.

"დედების დღეს გახდება ორი წელი, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. ამ ბავშვმა, რომელიც გარდაიცვალა, პატარა ანგელოზმა, შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე ყოველ დღე ვცხოვრობ ისე, რომ გინდ ამ მომენტში მოვკვდე ბედნიერი ვიყო. 

ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ორსულობის პერიოდში, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. იყო სასამართლო, მე-6 თვეს გავაჩინე 220 წნევით, უნდა მოვმკვდარიყავი წესით, მაგრამ რაღაც სასწაულის ძალით გადავრჩი. ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა ბავშვი. პატარა იყო ძალიან, 950 გრამი. იყო გოგო, სახელად დანი. 

მეუღლე იყო მოძალადე, ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. მაგრამ მაშინ, ისე როგორც დღეს, ბევრ სხვა ქალს საქართველოში, არ მეგონა, რომ მე მქონდა სხვა არჩევანი, რადგან, ჩემი ოჯახი იყო მის მხარეს...“, - ამბობს მარიამ ქინქი.  

@primehouse_2 პრიამ ჰაუსის III-სეზონის მონაწილე💜⭕ “როცა მეუღლემ იძალადა სამი თვის ორსული ვიყავი, დედების დღეს დავემშვიდობე ჩემს ანგელოზს” - მარიამ ქინქი #პრაიმჰაუსი #არაქალზეძალადობას ♬ suono originale - _sad__clips_


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა