თეგებით ძიება

ხალხო რა მოგივიდათ? რა დანაშაულის გამოძიებას აპირებთ, რუსები ხართ ღიად ყველა?! არ გრცხვენიათ?! - პაატა მანჯგალაძე

„ხალხის ძალაც“ იწონებს საკუთარ ინიციატივას და „ქართული ოცნებაც“, ღიად რუსები ხართ ყველა?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში და გამოძიება დაიწყოს პროკურატურამაც.

მისი თქმით, ვინც საქართველოს ინტერესს ეწინააღმდეგება, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს.

„მიუხედავად მისი ასაკისა, ფრიდონ ინჯია ამ განცხადებების შემდეგ არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს ჩემი მხრიდან. ვინც საქართველოს ინტერესს ეწინააღმდეგება არ იმსახურებს არანაირ პატივისცემას, ფრიდონ ინჯია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მაიმუნი, თურმე საქართველოს მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ. „ხალხის ძალაც“ იწონებს ამას და „ქართული ოცნებაც" , ხალხო რა მოგივიდათ? ჰააგაში და სტრასბურგში გამართლდა ქვეყანა, არანაირი ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ, რა დანაშაულის გამოძიებას აპირებთ, რუსები ხართ ღიად ყველა?! არ გრცხვენიათ?! ამ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრები ხომ ჰყავს, ვინმემ მაინც უთხრას, შვილი ჰყავს ვიცი, უთხრას - „მამა ასეთ რამეს ნუ აკეთებ“, ხომ შეიძლება ვინმემ უთხრას, თუ თვითონ ვერ ხვდება?“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ინიციატივას იწონებს და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს "ქართულ ოცნებას," მანჯგალაძე ამბობს, რომ ფრიდონ ინჯია და ყველა დანარჩენი ერთნი არიან.

„ხომ გაგიგიათ ლეგიონია მათი სახელი, ყველა არის ერთი, ყველა არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილთან და რუსეთთან შეკრული ძალა, სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგრამ ლეგიონია მათი სახელი, ლეგიონი ამ შემთხვევაში ნიშნავს რუსეთზე სულგაყიდულ ადამიანების ერთობას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა