თეგებით ძიება

მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა - საგარეჯოში 29 წლის ბიჭი დაიღუპა

29 წლის ალეკო ბასლიკაშვილი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა და კომაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

ექიმებმა ახალგაზრდას შვიდი ოპერაცია ჩაუტარეს, ფინანსური და პირველი ჯგუფის სისხლით დახმარებისათვის, მობილიზებული იყო საზოგადოებაც, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის გადარჩენა, ვერ მოხერხდა.

"საუკეთესო, წესიერი და იუმორით სავსე ბიჭი დააკლდა საგარეჯოს. რამდენი იბრძოლა, მაგრამ ამდენ ოპერაციებს ვეღარ გაუმკლავდა. ბოლოს ისევ მართვით სუნთქვაზე  გადაიყვანეს, ანემია ჰქონდა და პირველი ჯგუფის სისხლი სჭირდებოდა. ძალიან მძიმე ამბავია, დაჯერება გვიჭირს“, -  ამბობენ საგარეჯოელები.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა