თეგებით ძიება
01. 03. 2023 მსოფლიო

მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, პუტინს მხარს ვუჭერ და თუ გინდათ, მომკალით - არტიომ ძიუბა

"მოსკოვის ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა და რუსეთში ნაკრების კაპიტანმა, არტიომ ძიუბამ განაცხდა, რომ ის ქვეყნის პატრიოტია და პრეზიდენტ, პუტინის მხარდამჭერი. ამის შესახებ მან Nexta Live-თან განაცხადა.

"მე ჩემი ქვეყნის მჯერა. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. ისტორია ყველაფერს განსჯის. ახლა კი მე მხარს ვუჭერ ჩემს პრეზიდენტს, პუტინს ბოლომდე ვუჭერ მხარს და ამას არც ვმალავ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.  ასეთი ვარ, თუ გინდათ მომკალით, მე მჯერა, რომ სწორი საქმისთვის ვიბრძვით. უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ კაცი და ქალი, მამა და დედა. ჩემთვის გაუგებარია მოწოდებები - „გაიკეთეთ აბორტები, რაღაც გენდერული კუთვნილება. ჩემთვის ფასეულია ოჯახი, ბავშვების სიყვარული, რაც მსოფლიოში მასიურად ხდება, მე ძალიან არ მომწონს “- განაცხადა ძიუბამ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა