ვლადიმერ პუტინმა რუსულ ენაში უცხო სიტყვების გამოყენება აკრძალა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს უცხო სიტყვების გამოყენებას ოფიციალური პირების გამოსვლებში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. გამონაკლისი მხოლოდ ის სიტყვებია, რომლებსაც რუსულად ანალოგი არ აქვთ.
"რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონის ავტორების აზრით, დოკუმენტმა რუსული ენა უნდა დაიცვას ბარბარიზმებისგან.