ქვეყნის მოღალატეა - იოსებ ტყემალაძე ნოდარ მელაძეზე (ვიდეო)
რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე ჟურნალისტ, ნოდარ მელაძის შესახებ საუბრობს და მას ქვეყნის მოღალატეს უწოდებს. ამის შესახებ მან "POSTV“-ის "დიდ გადაცემაში“ განაცხადა.
"მე ახლა ვეუბნები ტურაძე - მელაძესაც, რომ ეგ არის ქვეყნის მოღალატე. ყველა მორაგბეა თუ ვინც კი მე მიცნობს, შეუძლია ხმამაღლა, ქვეყნის ღალატი რა არის თუ არადა ის, რაც ყველაზე ფასეულს ეხები. ეს არის სარწმუნოება, რაგბის კვართია, ჩვენ კვართს ვეძახით, ეს არის ჩვენი ღირსება,“ - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია, რომ 2022 წლის 9 ივლისს, საქართველო-იტალიის მატჩის წინა დღეს, რაგბის ფედერაციამ სასტუმრო „ლიცში“ რუს ბიზნესმენებს უმასპინძლა, რომლებიც იქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ვერტმფრენით ჩავიდნენ.