თეგებით ძიება
01. 03. 2023 მსოფლიო

ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ კანონმდებლობა მიიღო

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი. 

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს. ამჟამად ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება თურქეთისა და უნგრეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა ეწინააღმდეგება შვედეთის ალიანსში შესვლას.

შვედეთსა და თურქეთს შორის ვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, გასულ თვეში სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვის თანამონაწილეობაში შვედეთის მთავრობა დაადანაშაულა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა