ცხვრების გატაცების საქმეზე კახეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ძმა დააკავეს
კახეთში, ცხვრების გატაცების საქმეზე დაკავებულებს შორის წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმა, გელა ბადუაშვილიცაა.
კახეთში, ცხვრების გატაცების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილით გაავრცელა.
შინგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ორგანიზებულმა ჯგუფმა წინასწარ გაზრახვით თავისუფლება აღუკვეთა მოქალაქეს, გაიატაცა და დაეუფლა 1700-მდე ცხვარს, კრიმინალური გარჩევისას კი გამოიყენეს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღი და ნაგანი.
2 პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ, დანარჩენები კი, სულ 5 პირი ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.