თეგებით ძიება
01. 03. 2023 მსოფლიო

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის გამო, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის გამო, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა.

„ეს არის ის, რისი გაკეთებაც მოვალეობად მიმაჩნია, ხალხის ხსოვნისადმი პატივისცემის მინიმალური ნიშნის სახით, და ავიღო პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის ხანგრძლივი შეცდომების გამო“, – განაცხადა კარამანლისმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რკინიგზის მდგომარეობა, რომელზეც ავარია მოხდა, „არ შეესაბამებოდა 21-ე საუკუნეს“.

„3,5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ ვითარების გაუმჯობესება. სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი ავარიის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა კოსტას კარამანლისმა.

ცნობისთვის, საბერძნეთში ერთმანეტს სატვირთო და სამგზავრო მატარებელები შეეჯახა, რომლის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა 85-ზე მეტი კი დაშავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა