"გაშვილებული და გაყიდული ბავშვების დედები, 3 მარტს პარლამენტთან აქციას გამართავენ“ - რას წერს თამუნა მუსერიძე?
ჯგუფ "ვეძებს“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გაშვილებული და გაყიდული ბავშვების დედები 3 მარტს პარლამენტთან აქციას გამართავენ.
"3 მარტს ‼️‼️‼️
17 საათზე ‼️‼️‼️
ვიკრიბებით პარლამენტის წინ‼️
ათასობით დედას ეუბნებოდნენ, რომ მისი გარდაცვლილი ჩვილი სამშობიაროს სასაფლაოზე დაკრძალეს. ასეთი სასაფლაოები კი თურმე არ არსებობდა. სად წაიყვანეს ჩვილები? - გაშვილებული და გაყიდული ბავშვების დედები კითხვებზე პასუხების მისაღებად აქციას გამართავენ", - წერს თამუნა მუსერიძე.