თეგებით ძიება

ბადრი ესებუამ თავისი ადვოკატი სასამართლოს დარბაზიდან დაითხოვა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულმა, ბადრი ესებუამ თავის ადვოკატზე უარი თქვა და იგი სასამართლო დარბაზიდან დაითხოვა.

ბრალდების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით უნდა გახსნილიყო, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად ადვოკატ ლექსო კობაიძეს პროცესიდან ჩახსნის შესახებ ესებუას გადაწყვეტილება მოსამართლემ გააცნო. ამის შემდეგ ბრალდებულმა საქმეს ჩამოშორებულ ადვოკატს დაუდასტურა, რომ არ სურს მისი ინტერესები კობაიძემ დაიცვას.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა