თეგებით ძიება
01. 03. 2023 მსოფლიო

საბერძნეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის გამო, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

1-3 მარტი გლოვის დღეებად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა გამოაცხადა.

საბერძნეთს სამძიმარი გამოუცხადეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა და თურქეთმა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ღამით, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი. შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 36-მდე გაიზარდა, ჰოსპიტლებში რჩება 66 დაშავებული, მათგან 6 რეანიმაციაშია. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან კატასტროფის რაიონში, ქალაქ ლარისასთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა