თეგებით ძიება

„მთავრობამ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო“ - რას წერს რომან გოცირიძე?

პარლამენტარი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობამ კიდევ ერთი  უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და მარნეულის სკოლა-ლიცეუმი დახურა.

„კიდევ ერთი სამარცხვინო და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ-დახურა კიდევ ერთი სკოლა, მარნეულის სკოლა-ლიცეუმი, რომელიც “დემირელის” საგანმანათლო სისტემის ნაწილი იყო. გვახსოვს ის რეპრესიები, რომელიც ხორციელდებოდა სკოლებისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ამერიკის, ევროკავშირის და ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგად გადარჩა. ეს ყველაფერი ხდება განათლების სამინისტროს განათლების განვითარების ცენტრის მიერ, სადაც უღირსი და მარიონეტი ადამიანები არიან თავმოყრილნი. ყველას სახელი და გვარი უნდა გაიგოს ქვეყანამ. ყველას მოეთხოვება პასუხი, წინა განათლების მინისტრებს და მოქმედსაც, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში და რომელიც პარლამენტში მისი ანგარიშის დროს ორიოდე თვის წინ გავაფრთხილე ( “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატის თანდასწრებით), რომ არსებობს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ ჰქონდათ ჩაფიქრებული და ნუ გააკეთებდნენ ამას. მოუწევს ამ ლაქია მინისტრს ინტერპელაციის წესით ამ საკითხზე პასუხის გაცემა. ყველა აგება პასუხს. ცხოვრება გრძელია“ - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა