თეგებით ძიება

სამაშველო სამსახურის მანქანის დაზიანების გამო ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ლაგოდეხში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და ადგილობრივების მანქანების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტზე, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ი. ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთი და ფული მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - წერს შსს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა