თეგებით ძიება

შეიყვარე და შეახსენე საკუთარ თავს, რომ შენ ბედნიერების ღირსი ხარ

შეიყვარე და შეახსენე საკუთარ თავს, რომ შენ ხარ ამ სამყაროს შვილი და ბედნიერების ღირსი. შეიყვარეთ ის, რასაც ღრმად გრძნობ - ვიღაცის სიცილის „ფერი“, ვიღაცის სიკეთის „სტრუქტურა“, ისეთ ადგილებში დაბრუნების ნოსტალგია, რომელიც დიდ სიამოვნებას და ტკივილსაც განიჭებდა.

შენ მოხუცი სული ხარ სხეულში ჩაკეტილი, რომელიც ნელ-ნელა იშლება. როგორც გარე, ასევე შინაგანი სამყაროს მოგზაური ხარ.

შეიყვარე შენი წარუმატებლობა; მოვლენები, რომლებმაც შეგქმნა და გახდი ის, ვინც ხარ დღეს. გაითვალისწინე შენი ნაკლოვანებები, რადგან ისინი გაკვეთილის სახით ემსახურება შენს უფორმო მეხსიერებას. აპატიე საკუთარ თავს ყველაფერი, რაც დიდ ტკივილს გგვრის. სასტიკი პროცესია და უნდა გაიარო ის.

საკუთარი თავის სიძულვილი მხოლოდ მეტ შფოთს გამოიწვევს შენს ცხოვრებაში - გაუშვი... სამუდამოდ!

შეიყვარე შენი სხეული. იყავი რომანტიკოსი. შენი სახის ნაოჭები თანავარსკვლავედებია. შეიყვარე შენი არსებობა... წვრილმანები, რაც გხდისისეთს, როგორიც ხარ. პოეზია, მუსიკა... გაიკეთე მაკიაჟი, როდესაც კიდევ ერთი რთული დღის წინაშე დგახარ. შეიყვარე შენი თავი, სანამ საბოლოოდ არ იგრძნობ თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=923187332283208&set=pb.100037758507036.-2207520000.&type=3


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა