თეგებით ძიება

ტრაგედია თურქეთში - 12 წლის ბიჭი, რომელმაც ნანგრევებში ორივე ფეხი დაკარგა, გარდაიცვალა (ფოტოები)

თურქეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება დაანგრია და ათასობით სიცოცხლე იმსხვერპლა. 

თურქულ სოციალურ მედიაში ადამიანური ტრაგედიის შესახებ ვრცელდება უამრავი ისტორია, მათ შორისაა 12 წლის ჯიჰან ემირ პარლაკიც.

მოზარდმა ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ ქვედა კიდურები დაკარგა, ის მკურნალობას განაგრძობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა