თეგებით ძიება
02. 03. 2023 ვიდეო

რას ამბობს თავდაცვის მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჯარში გაწვევაზე? (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მან განმარტება გააკეთა "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯარში გაწვევაზე.

"მე დღეს ვნახე მაგალითად, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდებოდა ამ სიაში, რაც ტყუილია. ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალება და ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიც არის საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე”, - განაცხდა მინისტრმა "ღამის კურიერის” ეთერში.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ახალი "თავდაცვის კოდექსის" მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ყველა წვევამდელს მოუწევს, მათ შორის სტუდენტებსაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა