თეგებით ძიება
02. 03. 2023 ვიდეო

"ძალიან გამიხარდა და ეგრევე წარმოვიდგინე, ამას საქართველოში რომ გაიგებენ, როგორ გაუხარდებათ-მეთქი" - ნუცა ბუზალაძის პირველი ინტერვიუ პროექტში გამოსვლის შემდეგ (ვიდეო)

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სატელევიზიო მეგა პროექტის, American Idol-ში გამოსვლის შემდეგ, პირველ ემოციებს "დილა მშვიდობისა საქართველოს“ უზიარებს. 

"ასეთ პროექტში მოხვედრა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. ბავშვობიდან სულ სიტყვა ჰოლივუდს ვამბობდი. მეგონა, რომ ეს ასე მოხდებოდა. ძალიან რთული გზაა გასავლელი, სანამ მაგ ოთახში შეხვალ. Zoom ქოლებით გავიარე ბევრი ქასთინგი სანამ ჩავიდოდი. ყოველთვის მეტი მინდა, ყოველთვის ვასწორებ რაღაცებს. მე რადგან მაქსიმალისტი ვარ, მიყვარს როცა ჩემი თავისგან უფრო მეტს მოვითხოვ. შემდეგი საფეხური უნდა იყოს უფრო მაგარი.

საერთოდ არ მახსოვს ეს ემოციები რა მქონდა. ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ სიმართლე არ იყო. ნუთუ ეს მართლა უნდა მოხდეს? შემდეგ უკვე როგორც მაყურებელმა, ისე ვუყურე და მივხვდი როგორ მიმღერია“, - ამბობს მომღერალი.

ნუცა იმ რეაქციასაც იხსენებს, როდესაც ჯეილოს შეადარეს. 

"ძალიან გამიხარდა და ეგრევე წარმოვიდგინე, ამას საქართველოში რომ გაიგებენ როგორ გაუხარდებათ-თქო. მე მაინც მინდა, რომ ყველას ვახსოვდე ისე, როგორც ნუცა და არ მინდა ვინმესთან ასოცირებული ვიყო.

ჩემი მიზანი იყო, რომ ამ ქვეყანაში ჩემი თავი გამომეჩინა და ახლა ჩემი მიზანია ვიყო უფრო დაკავებული, მქონდეს პროექტები, გადაღებები და ა.შ.“, - აღნიშნავს მომღერალი.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სატელევიზიო მეგა პროექტის, American Idol-ის მონაწილეა.

ნუცა ჟიურის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მან Lady Marmalde, მეორე სიმღერად კი უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პოპვარსკვლავი და პროექტის ჟიური, კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა