თეგებით ძიება

"ბედნიერ დროს ვცხოვრობთ, იმიტომ რომ პუტინია ჩვენი პრეზიდენტი" - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთი ბედნიერ დროს ცხოვრობს, რადგან მათი პრეზიდენტი, ვალდიმერ პუტინია.

"ვიღაცა ამ დროს რთულს უწოდებს, ვიღაცა დრამატულს, ვიღაცა ძალიან რთულს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ის არის ისტორიული და მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე რუსეთის მომავალ ადგილს განსაზღვრავს.

შესაძლოა, ჩემი პოზიცია ვინმესთვის შოკის მომგვრელი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ეს ბედნიერი დროა. და აი რატომ.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში დადგებოდა. და სხვა შემთხვევაში ქვეყნის სათავეში არა პუტინი, არამედ ვიღაცა უხერხემლო ლიბერალი იქნებოდა. პუტინი ხომ უზარმაზარი მრავალეროვნული ქვეყნის გადარჩენით არის დაკავებული და, პარალელურად, მთელი სამყაროს გადარჩენით.  წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დიდი სახელმწიფოს დღეები დასრულდებოდა და მისი მრავალი ხალხი, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთი, ბედის ანაბარა იქნებოდა მიგდებული და იქ კატასტროფული სამოქალაქო და ეროვნებათშორისი დაპირისპირება დაიწყებოდა. ნამდვილი ბედნიერებაა - იცხოვრო ქვეყანაში, რომლის სათავეში ძლიერი და უდრეკი პიროვნება დგას, რომელსაც სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ხალხის გაერთიანება შეუძლია. 

და მეორე. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჩვენ ბენდეროველ ნაცისტებს და გლობალურ სატანიზმს ვებრძვით. ამ რთულ დროს, სწორედ ამ სისხლის და ცეცხლის ნარევში ახალი რუსეთი ყალიბდება. ეს არის უშიშარი მებრძოლების და მოფუსფუსე მშრომელთა რუსეთი. სწორედ მათ მხრებზე იქნება აშენებული ის უნიკალური ქვეყანა, რომლისთვისაც დღეს ჩვენ სისხლს ვღვრით. ამისთვის კი მხოლოდ გამარჯვებაა აუცილებელი.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეც იქნება. და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბრძენმა თქვა - გამარჯვების ღირსი ისაა, ვისაც უფრო მეტად სჯერა“.

„დიდება ალაჰს!“ - წერს რამზან კადიროვი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა