ლაგოდეხში 3 ადამიანი დაჭრეს
ლაგოდეხში 3 ახალგაზრდა დაჭრეს. - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. სამივე მათგანი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი.
ახალგაზრდებს დაზიანებები მუცლის ღრუში, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. ორ მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ერთს კი სხეულზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
ექიმების თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.