თეგებით ძიება
02. 03. 2023 ვიდეო

გზამკვლევია ხვიჩა ჩვენთვის. ამ ბიჭის ნაკვალევს უნდა გავყვეთ - გუბაზ სანიკიძე კვარაცხელიაზე (ვიდეო)

პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე საქართველოს ნაკრებისა და იტალიის საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მის ნაკვალევს უნდა გავყვეთ.

"ყველა აღფრთოვანებულები ვართ ხვიჩა კვარაცხელიათი, მაგრამ დავუკვირდეთ ერთ რამეს, "რუბინში" თამაშობდა. რამდენად ცნობილი იყო, ძვირფასო ქართველებო, იქნებოდა ამ რუსეთის ლიგაში და იქნებოდა. გადავიდა ევროპულ გუნდში და დონე შეიცვალა. მგონია, ერთადერთი საკითხი, რაშიც ქართველები ვთანხმდებით, ეს არის ხვიჩა კვარაცხელია. რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით? ლიგა შეიცვალა, ლიგა! რუსეთის ლიგიდან უნდა გადავიდეთ ევროპის ლიგაში. ფაქტობრივად, გზამკვლევია ხვიჩა ჩვენთვის. ამ ბიჭმა გზა გაგვიკვალა და ჩვენც მის ნაკვალევს უნდა გავყვეთ”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა