"მიშას მკურნალი ექიმისთვის უთქვამს, სუსის აგენტი ხარო... ატერორებს ყველას" - რას წერს ელისო ჯანაშია?
ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილი ყველას ატერორებს.
"მიშას მისი მკურნალი ექიმისთვის უთქვამს, სუსის აგენტი ხარო. იმ ექიმის ინტერვიუთი ბევრი რამ გაირკვა და არ მოეწონა ეტყობა. მიშა ატერორებს ყველას, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ახლა ამას ძალაუფლება რომ ქონდა.
სუფთა ფიურერი იყო", - წერს ჯანაშია.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა.