თეგებით ძიება

"მამამ ვერ გაუძლო, შვილის დაკრძალვიდან მე-8 დღეს გული გაუსკდა“ - ავარიაში დაღუპული ბიჭის მამა გარდაიცვალა

თბილისში, ავარიისას დაღუპული ირაკლი ქუთათელაძის, მამა გულის შეტევით  გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ნონა კუხალაშვილი ავრცელებს.

"ჩემო უკეთილშობილესო, უნიჭიერესო, უერთგულესო, ჩემო კეთილო ადამიანო,დათო ქუთათელაძე, ერთი კვირაც ვერ გაუძლო შენმა გულმა შვილის დაკარგვის უბედურებას“, - წერს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, 15 თებერვალს თბილისში, მტკვრის სანაპიროზე მომხდარ ავარიას 3 ახალგაზრდა: ირაკლი ქუთათელაძე, ნოდარ გულიაშვილი და ნიკა კეკელია ემსხვერპლნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა