თეგებით ძიება

"ვერ მოგართვით... ბატონმა კალაძემ გვითხრა, აქ არ შეგიქმნით უკეთესი ცხოვრების პირობებსო, წაიდით ქვეყნიდანო" - რას წერს ბერდია სიჭინავა?

პარტია „საქართველოსთვის“ ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს მიმართავს საქართველო დატოვეთო.

"ბატონმა კალაძემ (ხელისუფალმა) გვითხრა, აქ კი არ შეგიქმნით უკეთესი ცხოვრების პირობებსო, რაც მისი ვალდებულებაა, უბრალოდ ხელს არ შეგიშლით, წადით ამ ქვეყნიდანო.

ელიტურმა ოჯახებმა უნდა ჭამონ და მართონ ეს ქვეყანა, დანარჩენები ან ყმები უნდა იყვნენ, ან გაუდგნენ ემიგრაციის გზას!

ვერ მოგართვით", - წერს სიჭინავა.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც უკეთესი ხელფასის მიზნით ევროპაში წასვლა სურთ მისაღებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა