თეგებით ძიება
02. 03. 2023 მსოფლიო

მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, „შავი ისტორიის თვის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სულელი არ არის და ყველაფერს კარგად ხვდება.

„ვაშინგტონ თაიმსის“ ინფორმაციით, „ისტორიული შავი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების საძმოების შესახებ ბაიდენის განცხადებამ უხერხული მომენტი შექმნა“. თეთრ სახლში შავკანიანი ამერიკელების მემკვიდრეობის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ღონისძიებას „ღვთაებრივი ცხრის“ პრეზიდენტები ესწრებოდნენ. „ღვთაებრივი ცხრა“ არის ცხრა შავი საძმო და ქალთა საზოგადოება, დაარსებული 1906 და 1963 წლებში.

„ჩვენთვის პატივია, რომ ამაღამ აქ ყველა პრეზიდენტი გვყავს. სხვათა შორის, შეიძლება თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ. მე ვიცი, სად არის ძალა. თქვენ გგონიათ, ვხუმრობ, მაგრამ დიდი ხნის წინ გავიგე „ღვთაებრივი ცხრას“ ძალის შესახებ“, – თქვა ჯო ბაიდენმა.

შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ისტორიაში პირველია, რომელიც მასპინძლობს „ღვთაებრივი ცხრის“ ცხრავე პრეზიდენტს ერთ ღონისძიებაზე და დასძინა, რომ მან შექმნა მუდმივი ოფისი „ღვთაებრივი ცხრისთვის“ თეთრ სახლში.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, შემდეგ ბატონმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის ძალისხმევას შავკანიანი ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და შავკანიანი ამერიკელებისთვის უმუშევრობის თითქმის რეკორდულ დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა