თეგებით ძიება

"ექიმების მიერ მოკლული, 28 წლის მელანო ფუტკარაძე 32 წლის გახდებოდა" - რას წერს შოთო სიხარულიძე?

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მელანო ფიტკარაძეს იხსენებს, რომელიც 28 წლის ასაკში, ქორწილის წინა დღეს გარდაიცვალა.

დღეს მელანო 32 წლის გახდებოდა.

"ექიმების მიერ მოკლული 28 წლის მელანო ფუტკარაძე 32 წლის გახდებოდა.

გაზაფხულის პირველი დღეა, ყველაფერი იღვიძებს, მოუშუშებელო იარავ და შენ აღარასოდეს გაიღვიძებ. როგორ იღვიძებენ, იძინებენ შენი მკვლელები, როგორ სუნთქავენ. მილა 32 წლის გახდა, ოღონდ აქ არა... ცათა სასუფევლში, უფალთან...

რომ არა უგულო, უსისხლო, უვიცი და ადამიანურობას მოკლებული ექიმები, დღეს მილა იქნებოდა ბედნიერი თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად... 

დაბადების დღეს გილოცავ იმიერში, მელანო (მილა), ჩვენო ... საუკუნოდ იყოს ხსენება შენი. უფალმა დაამკვიდროს შენი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ .. მე მწამს, რომ სიკვდილი შენთან არაა... შენ მხოლოდ გარდაიცვალე და ზეციურ სამყაროში გაფრინდი. შენი სული მოვიდა ჩიტის სახით, რომელმაც ათასგვარი სასწაული დაგვაჯერა. ამიტომ ვიცი და მტკიცედ მწამს, რომ აქ მხოლოდ მოხდა სულის გარდაცვალება. უფალი იყოს შენი სული მფარველი .. შენი სულის შემწე და კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს! ეს დღე შენია და იზეიმე ანგელოზებთან ერთად. 

ვიცი მოსწყინდა ყველას ჩემი ამდენი პრეტენზიები, მაგრამ არ გავჩერდები მანამ, სანამ არ დაისჯება სათითაოდ ყველა, რამდენი ახალგაზრდა გაწირეს და გაწირავენ კიდე ვინ იცის.

არავის ესმის ჩემი ტკივილის, არავინ აკონტროლებს თუ რატომ ხდება ამდენი შეცდომა, ჩემს ტკივილს არც საწყისი აქვს და არც დასასრული, ჩემი ტკივილი უკიდეგანოა, ცხოვრება კოშმარად მიქციეთ, ყველაფრის იმედი წამართვით, ტირილის მეტი აღარაფერი დამიტოვეთ", - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა