თეგებით ძიება

ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - კადრები ადგილიდან (ვიდეო)

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“.

„ნიკოლოზ, არ გაქვს უფლება, ეს რუსული კანონი განიხილო“,- მიმართა ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს.

პარლამენტის მანდატურის სამსახურმა პარტია „დროას“ ერთ-ერთი წევრი გიგა ლემონჯავა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

შეგახსენებთ, პარლამენტში, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა 15:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა