"არის ხალხი, ვინც ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან" - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა, რომ არის ხალხი, ვინც ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან.
"1930-იან წლებში კრემლი ცდილობდა ქართველი მწერლების რეპრესირებას, რომელთაგან ბევრს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, ისინი უცხოეთის აგენტებად და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საფრთხედ გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია და საოცარი ლიტერატურული და კულტურული ტრადიცია აქვს, რუსესწორედ ეს ადამიანები თისგან განცალკევებული და განსხვავებული. დღესაც არის ხალხი, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან და ცდილობს შეარყიოს საქართველოს კავშირები დასავლეთთან. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის რუსეთთან", - აცხადებს დეგნანი.