თეგებით ძიება

საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებაზე თავად სააკაშვილი და ოჯახის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაასაჩივრებენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე უარის გადაწყვეტილებას.

„ახალი და გასაკვირი არაფერი მომხდარა, ვინაიდან, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, არ აქვს, ეს კიდევ ერთი დასტური გახლავთ. ეს აღარ საჩივრდება უზენაეს სასამართლოში, ბოლო ინსტანციაა. ამის შემდეგ მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოს თუ რა ღონისძიებებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები. საზოგადოებას ამის შესახებ უახლოეს დღეებში ვაცნობებთ“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა