თეგებით ძიება

"ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში" - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი სოციალურ ქსელში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას  ეხმაურება.

"ივანიშვილი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის. პარლამენტში ახლა ის ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია, წაგვართვას თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში“, - წერს გიორგი გახარია. 

შეგახსენებთ, პარლამენტში, საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი განხილვა 15:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. დაძაბულობაა როგორც კომიტეტის დარბაზში, ასევე პარლამენტის დერეფნებში, სადაც მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქცია აგრეთვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს წინაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა