"ჩემს თავზე მეტად ვენდობი..." - ვის შესახებ საუბრობს ხატია სიჭინავა? (ვიდეო)
ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა თავისი ძიძის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თავის ძიძას ის საკუთარ თავზე მეტად ენდობა. ამის შესახებ მან გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში ისაუბრა.
"ძირითადად სულ სახლში ვარ და თავადაც ჩართული ვარ, თუმცა დახმარება ოთხ ბავშვთან აუცილებელია. თამუნა ჩემი მარჯვენა ხელია და რაღაც მომენტში ჩემს თავზე მეტად ვენდობი... როცა ბავშვები ავად არიან, სრულიად ვითიშები და მაგ დროს სრული მობილიზაცია აქვს თამუნას, მეც ვმშვიდდები... მეორე შვილი ძალიან რთული გასაზრდელი იყო და იმ პერიოდში თამუნა სულ ჩვენთან გადმოვიდა შვილთან ერთად. თამუნას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და მას მერე ჩვენთან ცხოვრობს, დღეს ყველანი ერთად ვართ...“, - ამბობს ხატია.