თეგებით ძიება

მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობაზე - მიხეილ ყაველაშვილი

მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობაზე, - ამის შესახებ "ოცნებას" "გამიჯნულმა" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. რუსულ კანონპროექტს განიხილავენ.

მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობაზე; დიახაც, არ მინდა ეგეთი ევროპა. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა, ვინც მაძალებს, უკანონობას რომ ვეზიარო. ეს არის ჩემი ნათქვამი და ჩემი ღირსება. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპაა? სირცხვილია, ეგეთი ევროპა არ მინდა მე, რომ მოგვიწოდებენ ესეთი დამნაშავის სპეცოპერაციას." თქვა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით სხდომა იმართება, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა