თეგებით ძიება

"ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს! სამშობლოს ინტერესი აღმატებულია...არა რუსულ კანონს!" - ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

"მთავარი არხის" გენდირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს და ე.წ. რუსულ კანონს უარს უცხადებს.

"დღეს რაც პარლამენტში ხდება, ხელისუფლების უზურპაციისა და ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაციის მიზნით მიმდინარე კონსტიტუციური გადატრიალებაა. 

ამ პუტინისტურ რეჟიმთან ფსევდოკონსტრუქციული კეკლუცის დრო ნამდვილად არაა! ამათთვის საქმიანი ატმოსფეროს რეჟიმში "ფუსფუსი" მხოლოდ დემოკრატიის ფასადის შექმნაა. ამ ანტიქართული და ანტიდასავლური რეჟიმისთვის, რაც აძლიერებს და ახანგრძლივებს მხოლოდ მას, აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გვაშორებს დასავლეთს.

ვინც რასაც არ უნდა გვირჩევდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია, ამის პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენზეა და წარუმატებელი ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს! სამშობლოს ინტერესი აღმატებულია ყველა ინტერესზე და აქედან უნდა ამოვიდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას!

არა რუსულ კანონს!

არა რუსულ ხელისუფლებას!", - წერს გვარამია.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა