თეგებით ძიება

"მძიმედ იყო ავად, მიუხედავად ამისა, მაინც მღეროდა“ - მეგობრები და კოლეგები თამაზ სეფერთელაძეზე

მომ­ღე­რა­ლს, "ცის­ფე­რი ტრი­ოს“ სო­ლის­ტს თა­მაზ სე­ფერ­თე­ლა­ძეს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები იხსენებენ. 

"გული მატ­კი­ნე და გა­პა­ტიე, ტკი­ვი­ლით უფრო მე­მახ­სოვ­რე­ბი… ჩემო სეფო, მშვი­დო­ბით, შეხ­ვედ­რამ­დე იმ ქვეყ­ნად მოს­ვლის ჩემი დრო რო­დე­საც მოვა, მა­ნამ­დე კი ტკი­ვილ­თან ერ­თად სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლით, სი­ხა­რუ­ლით, თა­ნად­გო­მით, გულ­შე­მატ­კივ­რო­ბით, სიმ­ღე­რით, ენერ­გი­ით, მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვის იშ­ვი­ა­თი უნა­რით და მუ­დამ ოპ­ტი­მის­ტუ­რი ბუ­ნე­ბით მე­მახ­სოვ­რე­ბი... ჩვენ­გან წა­ვი­და ცის­ფე­რი ტრი­ოს თა­მაზ სე­ფერ­თე­ლა­ძე, უძ­ვირ­ფა­სე­სი და უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, გულს მიმ­შვი­დებს და ვა­მა­ყობ, რომ ამ უნი­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლის ბოლო სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვლე­ბი ჩვენს პრო­ექტს "მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი N2“ და­უ­კავ­შირ­და და მათ­და­მი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა ეროვ­ნულ ორ­კესტრთან ერ­თად დარ­ბაზ­ში მობ­რძა­ნე­ბულ­მა მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან­მა აუ­დი­ტო­რი­ამ ყო­ველ ჯერ­ზე ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მი­თა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ხან­გრძლი­ვო­ბის ოვა­ცი­ე­ბით შეძ­ლო. რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო ხოლ­მე ჩვე­ნი სეფო… თა­ნა­ვუგ­რძნობ თა­მა­ზის ოჯახს, ტრი­ოს - და­თოს, მალ­ხაზს და მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ყვე­ლა ქო­მაგ­სა და მოყ­ვა­რულს“... - წერს მუ­სი­კოს­ი ნი­კო­ლოზ რაჭ­ველი.

„ბა­ტო­ნი თა­მა­ზი რამ­დე­ნა­დაც კარ­გი მომ­ღე­რა­ლი, იმ­დე­ნად უბ­რა­ლო და ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. არ და­მა­ვი­წყდე­ბა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახალ­ბე­და მომ­ღერ­ლე­ბის მი­მართ, მისი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, როცა სცე­ნა­ზე პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი. მისი სი­ტყვე­ბი, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და მო­წი­წე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის მი­მართ, იყო სა­მა­გა­ლი­თო.

"ცის­ფე­რი ტრი­ოს“ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიმ­ღე­რა კი, დიდი ხა­ნია, კლა­სი­კაა... ახლა არა მარ­ტო "ცის­ფე­რი ტრიო“ და­ობ­ლდა, სა­ერ­თოდ, ქა­ლა­ქუ­რი მუ­სი­კა და ხე­ლოვ­ნე­ბა. ეს ყვე­ლას­თვის დიდი ტკი­ვი­ლია. ვი­ცო­დი, რომ მძი­მედ ავად იყო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მღე­რო­და, ებ­რძო­და და­ა­ვა­დე­ბას, იმე­დი­ა­ნად იყო და ახლა ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტა გული...“ - აცხადებს მომღერალი ლაშა ღლონტი.

„5 თე­ბერ­ვალს გვქონ­და კონ­ცერ­ტი და 4-ში და­ვუ­რე­კე, - აბა, რო­გორ და­გა­ღა­ლა­ტებ­თო? სუს­ტად ვარ, მაგ­რამ შევ­ძე­ლი ად­გო­მა და მო­ვა­ლო... დღეს დი­ლას გა­ვი­გე, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე...

თურ­მე რო­გორ უმ­ძიმ­და და მა­ინც მო­დი­ო­და. აი, რას ნიშ­ნავს სცე­ნა და მისი სიყ­ვა­რუ­ლი არ­ტის­ტის­თვის... გუ­შინ ვე­სა­უბ­რე რუ­სუ­დანს, მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­უღ­ლეს - რომ ჩა­მო­ვალ, თუ შე­იძ­ლე­ბა, მო­ვალთ-თქო, კარ­გიო. არ ვიცი, გული რას მიგ­რძნობ­და, მაგ­რამ რომ გავ­თი­შე ტე­ლე­ფო­ნი, ვი­ნა­ნე, ნე­ტავ, დღეს­ვე მე­ნა­ხა-მეთ­ქი... მხო­ლოდ ის მო­ვას­წა­რი, რომ ვთხო­ვე, გა­და­ე­ცა, რო­გორ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და...“ - ამბობს სცენარისტი თეონა ჯორბენაძე.

მომღერალი, ანსამბლ "ცისფერი ტრიოს“ სოლისტი, თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: Ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა