„ეს კანონი რომც არ მიიღოს, რეჟიმი მაინც რუსული იქნება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს კანონი რომც არ მიიღოს, რეჟიმი მაინც რუსული იქნება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.